08:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 13:19:31, 783 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ბეინაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ბეინაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა - ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მცირე მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო. -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დაათვალიერა.

„სანზონის დასახლებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული გზა ბეინაშვილის ქუჩაზე იყო, სადაც კაპიტალურად გზის საფარი არასდროს შეკეთებულა. დავაგეთ გზის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 120 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics