|
2021-12-29 20:14:11, 732 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ დაყენებულ ინიციატივას ვეტო უნდა დაადოს
საქართველოს ომბუდსმენის, ნინო ლომჯარია განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების კანონს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ქვეყნის მმართველ გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით „ჩამოყალიბებული“ აზრი აქვს, არის შესაძლებლობაც იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს ვეტოც გადალახოს. ამ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის შესანარჩუნებლად საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გზაღა იქნება დარჩენილი. „მინდა საზოგადოებას ავუხსნა რა ხდება: თუკი თქვენ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ამ უწყების გაუქმების შემდგომ თქვენზე იძალადებს, მოახდენს ზეწოლას, რომ მისცეთ ან შეცვალოთ კონკრეტული ჩვენები, ან თუკი თქვენ ხართ პატიმარი და თქვენზე სისტემის წარმომადგენელი იძალადებს, შეგეძლებათ მოგვმართოთ, სახალხო დამცველი დაიცავს თქვენ უფლებებს, თუმცა არ იარსებებს დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში, სადაც სახალხო დამცველს შეეძლება, ეს ინფორმაცია გადააგზავნოს და მოითხოვოს დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება - აი, ასეთი ინსტიტუტი უქმდება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მას, რა თქმა უნდა, ვეტო უნდა დაადოს, თავისი მოტივირებული შენიშვნები დაუბრუნოს პარლამენტს, თუმცა, როგორც ხედავთ, მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია ამ პოზიციის არ შეცვლის გადაწყვეტილებაზე, სავარაუდოდ გადალახავენ ამ ვეტოს. არის მეორე გზაც, შემდგომ უკვე მიღებული კანონის, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების, თუმცა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც სრულად აკონტროლებს ხელისუფლება სასამართლოს, ჩვენი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილები მიიღება“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)