02:27 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 16:37:42, 1696 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია

„ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობდა პარტნიორებთან გაერთიანებული საამიროებში იმისთვის, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულიყო. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ხანში მოხდა შეთანხმება; როგორც წესი, ამას უფრო დიდი დრო სჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ უკვე შემდგომი პერიოდი იქნება შედეგიანი.  არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ცენტრი ეკონომიკური ინოვაციების, სავაჭრო ურთიერთობების. ჩვენ გვაქვს ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, გახსნილი სავაჭრო პოლიტიკა, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეგიონი სადაც ქართული ექსპორტის ზრდის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, რაც ბევრად უფრო შედეგიანად შეგვიძლია ავითვისოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე ხანში მიღწეული იქნება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics