|
2021-12-28 21:27:59, 860 ნახვა
საზოგადოება
დაბა კაზრეთში სახაალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და კომპანია ,,არემჯის" მხარდაჭერით დაბა კაზრეთში წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში, დაბის ცენტრში, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების კონცერტი მოეწყო. „კაზრეთელების სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მომღერალმა იამზე ურუმაშვილმა, რომელიც მაყურებლების წინაშე მეგობრებთან ერთად წარსდგა. კონცერტის დასასრულს საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვისხე. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართა და კაზრეთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ კომპანია „არმეჯის“ ხელმძღვანელი პირებიც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)