09:28 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 19:20:33, 648 ნახვა

საზოგადოება
რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

დარიალის ხეობაში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო,  საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი.“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იუწყება.

მათივე ცნობით, საგანგებო რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, რადგან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები რთული მეტეოროლოგიურ ვითარების თავიდან ასაცილებლად საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის სწორედ  ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს ირჩევენ.

„აღნიშნული პუნქტის გავლით,  ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება მიმდინარეობს. 26 დეკემბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში,  ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა (თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელის, 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის  გატარება შეძლეს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგრძნობლად  გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს სრული დატვირთვით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან სრული კოორდინაციით ხდება საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი ავტომობილების უსაფრთხო გატარების პროცესის მონიტორინგი.

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვითარების შესახებ, ინფორმაციას შემოსავლების სამსახური მუდმივად მიაწვდის საზოგადოებას“, აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics