18:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 16:19:42, 432 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - ბუნებრივი იქნებოდა, ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი

საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები მზაობას გამოვახატავენ სამი პრეზიდენტის ფორმატის ჩატარებაზე  - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარგველაშვილის განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისთვის მისაღებია.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, ორივემ და გამოვხატეთ მზაობა და გამოვახატეთ მოწონება იმისა, რომ ბუნებრივად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ სამი პრეზიდენტის ფორმატმა, ყველა თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალს, საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების და საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც ვიქნებით გაერთიანებული მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics