10:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-26 12:55:26, 611 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - 2022-2024 წლებში 13 000-მდე დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა

„მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც,  კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა",-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჯამში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

"2024 წლის ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური,  განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში,  13 000-მდე  ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს."- განაცხადა ტიკარაძემ. 

მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში  ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ, ხოლო მეორე მხრივ,  სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების დანერგვამ განაპირობა. ​





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics