|
2021-12-26 12:14:55, 651 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები 8000 ლარით. ამასთან, პროგრამას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც მაღალი ღირებულების გამო მძიმე ტვირთად აწვა პაციენტებს. შედეგად გაიზარდა ხელმისაწვდომობა თარგეტულ მედიკამენტებზე. ონკოლოგიური პაციენტები წლიური ლიმიტის ფარგლებში პროგრამულ მომსახურებას იღებენ უფასოდ, თანაგადახდის გარეშე“,- განაცხადა ტიკარაძემ. ამასთან, მისი თქმით, პირველად ჯანდაცვაში ტელემედიცინის სერვისები დაინერგა. „პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსურ, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განხორციელდა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების აღჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით, რომლებიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებში ისარგებლონ ციფრული ჯანდაცვის შესაძლებლობებით. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დამატებითი 50 ამბულატორია ტელემედიცინის პროექტს ევროკავშირის გრანტის ფარგლებში შემოუერთდება.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)