|
2021-12-24 20:08:44, 710 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისში სახაალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ბოლნისში სახაალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ნაძვის ხის ანთებამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დამსწრე საზოგადეობას მიმართა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მოწყობილ საახალწლო სოფელში, მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიება მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში მოსულ სტუმრებს ბოლნისელი ხელოვანების ნამუშევრებისა და მეწარმეების პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ. „მცირეწლოვან სტუმრებს საახალწლო სოფელში თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის გმირი დახვდათ. თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო ნობათები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ სცენაზე, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სტუდიებმა საახალწლო კონცერტი გამართეს. ბოლნისის თოჯინების თეატრმა კი პატარებს სპეციალური წარმოდგენა შესთავაზა. ნაძვის ხის ანთებამდე სცენა თბილისის ქალთა გუნდმა დაიკავა, შემდგომ კი წინასაახალწლო განწობის შესაქმელად ბოლნისის როკ ბენდმა ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა. ღონისძიება DJ სეტით დასრულდა“, - წერია განცხადებაში. „წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჰქონდა მომზადებული და მოხარული ვარ, რომ ეს დღე ყველამ ერთად ვიზეიმეთ. ძვირფასო ბოლნისელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2022 წელი თითოეული თქვენგანის ოჯახისთვის სიხარულის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით მსურს, ჩვენს პატარებს მივულოცო და მათ ბედნიერი მომავალი ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)