10:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 16:18:39, 536 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე - დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის იზრდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ამავდროულად კვების ობიექტებისთვის და სასტუმროებისთვის შემოდის ერთჯერადი, ერთწლიანი 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ეს სუბიექტები 1 იანვრიდან ერთი წლის მანძილზე ისარგებლებენ.

„დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი უცვლელი რჩება. დასუფთავების მიმართულებით მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. თუმცა, არ არის სწორი,  ბიზნესის მუდმივი სუბსიდირება. შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ  მოსაკრებელი იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათი მომსახურების სახით. დღეს მუნიციპალიტეტი, დაახლოებით, 70% დანახარჯებით ემსახურება ბიზნესსექტორის დასუფთავებას. პირდაპირ გეტყვით, იმის ნახევარი არის დარიცხვა ბიზნესსექტორზე, ვიდრე მათი მომსახურებისთვის იხარჯება. ტურისტული ობიექტებისთვის  ერთწლიანი ათასლარიანი ვაუჩერი შემოდის. კვების ობიექტები და სასტუმროები შეძლებენ ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული ვაუჩერის დახარჯვას და შემდეგ დაიწყებენ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდას. ეს არის სუბსიდიის სახით, რასაც მუნიციპალიტეტი მათ სასარგებლოდ გამოყოფს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics