|
2021-12-23 15:19:08, 560 ნახვა
საზოგადოება
GITA-სა და კომპანია Elven Technologies-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა Elven Technologies - მ 350 000 ლარი გრანტის სახით მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. "სტარტაპი ქმნის მეხანძრის ცეცხლგაუმტარ უნიფორმას. 2021 წელს კომპანიამ გატეტსტა რამდენიმე პროტოტიპი. ექსპერიმენტების შედეგად Elven Technologies - მა მიაღწია ხუთჯერ ხანგრძლივ დაცვასა (8 წამი vs 40 წამი) და ორჯერ დაბალ წონას (8კგ vs 16კგ.) კომპანია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, რომლის შედეგადაც გაუმჯობესდა უნიფორმის ცალკეული დეტალები და ჩატარდა ექსპერიმენტები სახანძრო სამსახურის სატესტო გარემოში. ამ ეტაპზე Elven Technologies - მა დაასრულა პირველი ჩაცმადი გაგრილების სისტემა, რომელიც ჩამონტაჟდა ცეცხლგაუმტარ უნიფორმაში. გაგრილების სისტემის პირველმა ტესტებმა აჩვენა, რომ 40 წამიანი დაცვა შესაძლებელია აიწიოს 15 წუთზე, რაც კონკურენტებთან შედარებით, 100-ჯერ ხანგრძლივ დაცვას სთავაზობს მეხანძრეებს, ამავდროულად, მაინც უფრო მსუბუქია, ვიდრე არსებული უნიფორმები. 2019 წელს სტარტაპი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 2020 წელს კი Elven Technologies - მა ჯიტას 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა მოიგო. ელვენ ტექნოლოჯის"-ის გუნდმა მაშინ GITA-ს გრანტის პარალელურად $95 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. 2021 წელს მიღებული გრანტითა და შესაბამისი ინვესტიციით კი კომპანია გეგმავს 2022 წლის განმავლობაში ცეცხლგაუმტარი უნიფორმის დასრულებასა და კომერციალიზაციისთვის მომზადებას. ამასთან ერთად, იგეგმება გაგრილების სისტემის გაუმჯობესება და MVP დონეზე მიყვანა."- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)