|
2021-12-23 13:33:51, 792 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ „ფარმადეპოსთან“ ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
დღეს, „ლიბერთი ბანკსა“ და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „ლიბერთის“ უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით, ყოველდღიურად, ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები გავრცელდება „ლიბერთის“ ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად -კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვან და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე. ამას გარდა, ყველა სხვა დასახელების მედიკამენტებზე, როგორც სარეცეპტო ასევე არასარეცეპტო წამლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ფარმადეპოს ქსელში ყოველდღიური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. „ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ყალიბდება როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი. სტრატეგიის 'ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის' ფარგლებში ჩვენ განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ ფარმადეპოსთან წარმატებულად ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე წელია და დღეს, ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა არსებული პირობები და დღეიდან ისინი საუკეთესო ფასად შეიძენენ მათთვის საჭირო მედიკამენტებს. ლიბერთი მომავალ წელსაც განაგრძობს სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას' - განაცხადა „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ. "გულწრფელად გვიხარია, რომ სოციალური პროექტი, რომელსაც უკვე მესამე წელია ვანხორციელებთ ლიბერთი ბანკთან ერთად, კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება. უკვე დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს ფარმადეპოში წარმოდგენილ ყველა მედიკამენტზე - როგორც ქრონიკულად მისაღებ, ასევე, სიმპტომურად სამკურნალო წამლებზე." - განაცხადა ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა,
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)