20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 13:18:17, 888 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - პრეზიდენტის ძალისხმევა მნიშვნელოვანია დაპირისპირების შესამცირებლად, ჩვენ მხარს ვუჭერთ

მისალმებელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობაში, დასტაბილურდეს პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ყველას აქვს საკუთარი ხმა და პასუხისმგებლობა პროცესში, რომელიც გულისხმობს დაპირისპირების დასრულებას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რომელიც ქვეყანაშია. მისასალმებელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს ინიციატივა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობაში, რათა დასტაბილურდეს პოლიტიკური პროცესები და სიმშვიდე მოუტანოს ქვეყანას. ვიცით, რომ პროცესში ჩართულები არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორისაა სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ეკლესია. ყველას აქვს საკუთარი ხმა და პასუხისმგებლობა ამ პროცესში, რაც გულისხმობს დაპირისპირებების დასრულებას. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში მოხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს პოზიციების შეჯამება და შემდეგ უკვე, შესრულება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics