|
2021-12-22 18:23:44, 799 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისი „PROBBOX" დღეიდან 6 ქალაქში ამოქმედდა
პრობაციონერები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით შეძლებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეიდან ეს ყველაფერი პირობით მსჯავრდებულებისთვის ელექტრონულად იქნება უზრუნველყოფილი. ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა „PROBBOX" საპილოტე რეჟიმში ჩაირთო. "პრობბოქსი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მის მოადგილესთან ბუბა ლომუაშვილთან ერთად წარადგინა. ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოს 6 დიდ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში განაწილდა. შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია თუ მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა - ამ და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება „PROBBOX"-ით მოხდება. ნოვატორული სიახლის დანერგვამდე, ვალდებულებების შესასრულებლად პირობით მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროში მისვლა ესაჭიროებოდა. ინოვაციური მოწყობილობის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განაწილება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ნოვატორული მექანიზმის შექმნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას დაანონსდა. ეტაპობრივად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი", – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)