20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 16:52:13, 683 ნახვა

პოლიტიკა
მასობრივ შიმშილობას სამეგრელოშიც უერთდებიან

ექიმი მალხაზ ჯალაღონია სამეგრელოდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღმსრულებლო დაწესებულებიდან განსათავისუფლებლად, მასობრივ მოშიმშილეთა აქციას უერთდება.

მან თავის ფეისბუკის გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც იგი, საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ექს-პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„ქალბატონო სალომე, გულწრფელად გეტყვით, მე თქვენ არ ამირჩევიხართ საქართველოს პრეზიდენტად, მაგრამ თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი და გთხოვთ, შეიწყალეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ვიცი, თქვენ ორჯერ ბრძანეთ – “არა და არასოდეს”. ძალიან კარგად ვიცი, რომ როგორც ვაჟკაცისთვის, ასევე ქალბატონისგანაც ძალიან ძნელია სიტყვის გადათქმა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუ თქვენ შეიწყალებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს არც ერთი პატრიოტი არ დაიწყებს ქილიკს თქვენს სისუსტეზე და მე არ მაინტერესებს რას იტყვიან ქვეყნის ორგულები და მტრები და მე იმედი მაქვს, რომ არც თქვენ დაგაინტერესებთ რას იტყვიან ისინი.

ქალბატონო სალომე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯოხის ერთი აქნევით, თქვენ შეგიძლიათ ქვეყანა გადაარჩინოთ კიდევ ერთ ქაოსს.

ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში, ნეგატიური დამოკიდებულება არის შიმშილობისადმი, მაგრამ მე სხვანაირი ფორმა ვერ მოვიფიქრე და გულწრფელად გეტყვით, რომ მინდა ჩემი შიმშილობით მივიქციო თქვენი ყურადღება და რაღაცნაირად, მცირე წონა მაინც შევძინო ჩემს თხოვნას“, - განაცხადა ექიმმა ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics