07:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 15:12:30, 886 ნახვა

რეგიონი
UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ციფრული ტექნიკა გადაეცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელ ნიკ ბერესფორდს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს უმასპინძლა. შეხვედრას მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც ესწრებოდა.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ციფრული ტექნიკა - კომპიუტერები, პორტატიული სკანერები და მრავალფუნქციური პრინტერები გადაეცა, რაც ელექტრონული მუნიციპალური სერვისების მიწოდებასა და შორეულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მომსახურებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების პროცესში პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics