|
2021-12-22 12:14:21, 840 ნახვა
საზოგადოება
ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა. როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაახლოებით, 3 000 დაზარალებული ოჯახის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. „მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემას. იცით, რომ სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ადამიანები საკუთარი ფართების მიღებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გადაწყვეტილებების მიღება, რომ ოჯახები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული არიან, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ. არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობაა დაწყებული და ადამიანების გარკვეული რაოდენობა საცხოვრებელ ბინებს ელოდება. არიან კონკრეტული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურებს გადიან და მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება. „ჩვენ უკვე გვყავს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები. შპს „გრანდ თაუერს“ პირდაპირი განკარგვის ფორმით, გადაეცა პეტრიწის ქუჩის ბოლოში არსებული 2 010 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც 27 პირი დაკმაყოფილდება; შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ გადაეცა დიდ დიღომში არსებული 4 057 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში, ფართებით დაკმაყოფილდება 24 პირი. ასევე, შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ გადაეცა გმირ კურსანტთა III შესახვევის N4 მიმდებარედ არსებული 1 968 კვ.მ მიწის ფართობი, სადაც დაკმაყოფილდება 12 პირი; შპს „ნიკე გრუპს“ დიდი დიღმის II მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ, გადაეცა 3 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში, დაკმაყოფილდება 36 პირი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფართებით 99 ოჯახი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შეძლებენ, საკუთარი საცხოვრებელი ფართები მიიღონ. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამას და გვინდა, 3 000 მომლოდინე ოჯახს, რომლებსაც ეს პრობლემა ათეული წლებია ტვირთად აწევთ, საცხოვრებელი ფართების მიღებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)