21:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 21:49:18, 1024 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ უკრაინაში სააკაშვილის დასაბრუნებლად

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მათივე ქვეყანაში დასაბრუნებლად.

ანდრეი ერმაკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ჯერ კიდევ უკრაინის მოქალაქედ რჩება, ამიტომ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და მისი გუნდისთვის ეს ცარიელი სიტყვები არ არის.

„დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ.
მიხეილი არც თუ ისე მარტივ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ მინდა მას დღეს ვუსურვო მთავარი: ჯანმრთელობა, მოთმინება და ის ჯან-ღონე, რომელსაც მას ვერასოდეს წაართმევ. 
ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქედ რჩება. პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის ეს ცარიელი სიტყვები არ არის, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ყველა თემას საკუთარი პიარისთვის იყენებს. ამ ადამიანებს ვეტყვი, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ უკრაინაში მის დასაბრუნებლად.
გამგები გაიგებს“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics