|
2021-12-21 17:12:54, 746 ნახვა
საზოგადოება
დახატე ოცნება – მართე მომავალი – „ტოიოტა“ 15 წლამდე მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს
მფრინავი მანქანები, ნულოვანი ემისიის ჰოვერბორდები, კოსმოსური ხომალდები მთვარეებისა და პლანეტებისთვის, - ვინ იცის, როგორი იქნება მობილობის მომავალი. ტოიოტა ცენტრი თეგეტა ბავშვებს მთელი საქართველოდან გლობალურ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს. 2022 წლის Dream Car Art Contest-ის ფარგლებში, კომპანია მონაწილეებისაგან ყველაზე თამამი იდეებით შექმნილი, საოცნებო ავტომობილის ნახატებს ელოდება. მანქანა, რომელმაც შესაძლოა იზრუნოს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, - ბავშვებზე თუ მოხუცებზე, ბუნებაზე, ცხოველებზე, - ავტომობილი, რომელიც სამყაროს უკეთესს გახდის. შენმა ოცნებებმა, შესაძლოა მსოფლიოს მომავალი შეცვალოს, - ეს არის კონკურსის მთავარი იდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს სრული თავისუფლება აქვთ, ნამუშევრები თავიანთი ფანტაზიით შექმნან. 15 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, შეუძლია ჩაერთოს კონკურსში. მონაწილეები თავად ირჩევენ მასალას ხატვისათვის, - ფერადი ფანქრები, ფლომასტერი ან წყლის საღებავები. გამარჯვებეულები სამ ასაკობრივ კატეგორიაში (1-7 წელი, 8-11-წელი და 12- 15 წელი) გამოვლინდებიან. თითოეულ კატეგორიას სამი გამარჯვებული ეყოლება. საუკეთესოებს კი საგანგებოდ ამ კონკურსისათვის შექმნილი ჟიური დაასახელებს. გამარჯვებული კონკურსანტები ტოიოტა ცენტრი თეგეტასაგან სპეციალურ პრიზსს მიიღებენ და საერთაშორისო მარათონში ჩაერთვებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 9 გამარჯვებული ნამუშევარი იაპონიაში გაიგზავნება. სწორედ იქ მოიყრის თავს კონკურსში ჩართული ყველა ბავშვის ნახატი, მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან. წარმატებული ნახატის ავტორებს სოლიდური პრიზები ელოდებათ. ნამუშევრების მიღება 25 დეკემბრიდან იწყება. საბოლოო ვადა კი 2022 წლის 10 თებერვალია. ნახატები უნდა დატოვოთ მისამართზე: ტოიოტა ცენტრი თეგეტას ოფისი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 6. ბავშვების ნამუშევრებს ელოდებიან ტოიოტა ცენტრი ბათუმის ფილიალშიც მისამართზე ი. გაგარინის ქუჩა 1. კონკურსში გამარჯვებულები 20 თებერვალს გამოვლინდებიან. დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://toyota-tegeta.ge/ka/dreamcar2022
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)