00:59 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 09:35:12, 1092 ნახვა

სამართალი
გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ

გერმანიაში დაკავებული, გენერალ გიორგი კალანდაძის დაცვის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ. 

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა აქვს.

„უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

ცნობისთვის, გიორგი კალანდაძემ, რომელიც ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს, უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით მიიღო. ქართული მხარე მას ელბერტ კობერიძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და წამებაში მონაწილეობას ედავება,  რაც 12-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი კალანდაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics