21:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 16:01:30, 701 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის მაღალჩინოსანს, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება - ეს მაინც გაითვალისწინეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო. ეტყობა ამბები არ მოდის უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა "წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება.

ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ...", - ვკითხულობთ სააკაშვილის მიმართვაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics