|
2021-12-20 12:04:53, 958 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალჩინოსანი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ, ააიპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა ,,სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს “მედერს” შორის, რომლის საფუძველზე, ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ ლურჯი მოცვის ნერგების შეძენის დანიშნულებით შპს ,,მედერის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 116 460 ლარი ჩაირიცხა. აღნიშნული თანხა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გადარიცხულიყო პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე. თანხის თითქოსდა დანიშნულებისამებრ წარმართვის საჩვენებლად, შპს "მედერის" მინდობილი პირის - რეალურად კი სააგენტოს მიერ შპს ,,მედერის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460 ლარიდან, ბრალდებულმა მითვისების განზრახვით ორ ტრანშად - 84 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხა შპს "პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს" იმჟამინდელი უფროსისთვის სანდო კერძო მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე, ხოლო 29 200 ლარი საბანკო ანგარიშიდან პირადად გამოიტანა და დაეუფლა. გარდა ამისა, ბრალდებულის დავალებით, ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელ უფროსთან შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებით გადაირიცხა სხვადასხვა ოდენობის თანხები. დაკავებულს ბრალდება 2021 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში, ასევე, დაკავებული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ბრალდების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)