|
2021-12-18 14:08:09, 596 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისა და დაგეგმარების საკითხებზე უწყებათაშორისი სწავლების დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში - "საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისა და დაგეგმარება." სწავლების დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ - საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. ხუთდღიანი სწავლება მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების დროს უწყებათშორისი კოორდინაციის მექანიზმების დახვეწას, ინციდენტებზე რეაგირების, რისკების შეფასებისა და მასთან ასოცირებული პროცედურების შესახებ ამერიკული გამოცდილების გაზიარებას. ტრენინგის აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზაციული მოდელები, ფართომასშტაბიანი ინციდენტების მართვა, ოპერაციების დაგეგმვა,: უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება და სხვ.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)