|
2021-12-17 14:42:46, 368 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის თქმით, სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. „ბოლო 2 წლის განმავლობაში შემუშავდა რეგულირების ახალი ინსტრუმენტები. გაფართოვდა და დაზუსტდა კლინიკების სანებართვო პირობები. გაიწერა ახალი სანებართვო პირობები კარდიოქირურგიული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიმწოდებლებისთვის, კერძოდ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურული ნაწილის მოთხოვნები, პერსონალის რაოდენობა, უწყვეტი სამედიცინო განათლების ვალდებულება და ა.შ. ამოქმედდა ინფექციის კონტროლის შეფასების ინსტრუმენტი. გარდა ამისა, საქართველოში პირველად გაიცა GMP და GDP სერტიფიკატები. შეიქმნა პაციენტზე, სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმზე ორიენტირებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების ელექტრონული ჩანაწერების სისტემა“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ. რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით ეროვნული ლაბორატორიის შექმნის მნიშვნელობას. მისი თქმით, მუშაობა უკვე აქტიურ ფაზაზეა გადასული და ლაბორატორიის შექმნისთვის მობილიზებულია როგორც ბიუჯეტი, ასევე ინფრასტრუქტურა. გამოსვლის ბოლოს, ზაალ კაპანაძემ სააგენტოს ფუნდამენტური გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ, როგორც მარეგულირებელს გვაკისრია პასუხისმგებლობა ხარისხის უზრუნველყოფაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, აღნიშნულისთვის გვქონდეს ქმედითი ბერკეტები, რომელიც დღეს, რეალურად გვაქვს შეზღუდული სახით. სწორედ ამიტომ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მორგებული იქნება პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებითა და ქვეყანაში ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით, გახდება შესაძლებელი სამედიცინო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, რითიც ისარგებლებს როგორც მოქალაქე, რადგან მიიღებს პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებასა და ხარისხიან მედიკამენტს, ასევე სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებაც, რათა მათ მიმართ გაიზრდება ნდობა“, - აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)