00:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 13:31:12, 391 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე - რეგულირების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ხაზი გაუსვა, რომ სააგენტომ  2 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა, მათ შორის უახლესი GMP/GDP ხარისხის სტანდარტის ამოქმედებაა.

„რეგულირების სააგენტო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტო ჯანდაცვის უწყებაში, რომელიც ორიენტირებული არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებისა და ასევე უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე, ყველა მნიშვნელოვანი და მათ შორის ხმაურიანი შემთხვევების გამოკვლევაზე და დადგენაზე. მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ რეფორმას, რაც რეგულირების სააგენტომ განახორციელა და ეს გახლავთ GMP და GDP სტანდარდის დანერგვა. უკვე 2022 წლიდან საქართველოში, ეტაპობრივად, ყველა ფარმა მიმართულება გადავა ამ სტანდარტზე. აქ აუცილებლად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დღეს როგორც არასდროს რეგულირების სააგენტო წარმოადგენს პირველ რიგში პარტნიორს, როგორც კლინიკებისთვის,  ასევე ფარმა ბიზნესისთვის. სწორედ ამ დიალოგით და პარტნიორული ურთიერთობებით მათ შეძლეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმა განახორციელეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics