00:59 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 08:41:25, 567 ნახვა

სამართალი
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

როგორც მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი 4 საათის განმავლობაში ვერ გამოიტანეს, რის გამოც, მათ კიდევ 8 საათიანი დრო დაემატათ.

„ნაფიც მსაჯულებს მიეცათ დრო, 4 საათი, იმისათვისთვის რომ მიეღოთ ვერდიქტი ერთად, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს 4 საათის განმავლობაში, შესაბამისად, მათ დაემატა დრო 8 საათი, ამ 8 საათის განმავლობაში ჩვენ ველოდებით, რომ ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ ვერდიქტს“, - განაცხადა კობიაშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics