05:08 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 20:59:28, 595 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები"

„მინდა, გულწრფელი სინანული გამოვთქვა იმ გარემოების გამო, რომ სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები", - ასე დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტართა კითხვებზე პასუხების გაცემა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ეხება არამარტო დღევანდელ სხდომაზე მის გამოსვლას, არამედ გუშინ უმთავრესი ეკონომიკური დოკუმენტის, ბიუჯეტის დამტკიცებას, დღეს დილიდან კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას.

„როდესაც თითქოს ყველას გული შესტკივა, რა ხდება ინფლაციასთან, ფასებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ,  ბევრი თავს არ იწუხებს, რომ  ელემენტარულად, მოემზადოს და დასვას პროფესიული შეკითხვები. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც კითხვები დამისვა. მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა ჩემთვის კითხვები პათოსი თუ შინაარსი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმები, რომ ამ დარბაზში მიმდინარეობდეს საქმიანი დისკუსია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics