00:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 20:28:22, 728 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან, რადგან სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება არავის უნდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანის სასახლეში ორგანიზებული ღონისძიების დროს, პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდების მხრიდან ქვეყნის დატოვების საკითხზე გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება.

პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ ახალგაზრდები საქართველოში ცხოვრების პერსპექტივას ვერ ხედავენ, იგი პასუხისმგებლობას მათ მიმართ პირადად გრძნობს და სურს, რომ საქართველოს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს.

„ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, რადგან არავის უნდა, სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავენ, თუ რა არის მათთვის პერსპექტივა - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირდაპირ ვგრძნობ ჩემ პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ... მაქვს. ერთადერთი რისი ამბიციაც მაქვს არის, როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, თქვენ და საზოგადოებას “, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics