01:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 12:08:37, 649 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილს ძლიერი სურვილი აქვს ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკავების, მაგრამ ვერ გაბედავენ

„ნაციონალური მოძრაობის“’ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ბიძინა ივანიშვილს დიდი სურვილი აქვს „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავონ, თუმცა ვერ გაბედავენ.

როგორც მელიამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილი აცნობიერებს, რომ მათი დაკავება „გადამლაშება“ იქნება და არაპროგნოზირებად ვითარებამდე მიიყვანს.

„ძალიან ძლიერი სურვილი აქვს ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავების, წერეთლების ოჯახისთვის დარტყმის მიყენების. მაგრამ ვერ შეძლებენ. ძალიან დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ვერ გაბედავენ. რატომ ვერ გაბედავს იცით? ნამეტანი არის. პოლიტიკური პატიმრები ერთ მოცემულ პერიოდში გყავდეს ბევრი, ჯერ ასეთი რამ მასაც არ უკადრია და აცნობიერებს, რომ ეს გადამლაშება იქნება და არაპროგნოზირებად ვითარებასთან მოუწევს გამკლავება“, - განაცხადა მელიამ „ფორმულასთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics