01:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 10:22:52, 1979 ნახვა

პოლიტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - EU აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივებს

მივესალმებით საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების სრულ ამოქმედებას, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

„ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან და ითვალისწინებს მათ შორის გაზრდილ კოორდინაციას საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცეების იმპლემენტაციასთან", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამასთან, ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის Horizon Europe-სთან ასოცირებას.

„ჩვენ თანაბრად გავამახვილებთ ყურადღებას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაზე ვაჭრობის და ეკონომიკური ინტეგრაციის, ინვესტიციებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, გაძლიერებული სატრანსპორტო კავშირისა და ადამიანებში ინვესტირების ხელშეწყობის გზით. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის Horizon Europe-სთან ასოცირებას. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის დასრულებას, რამაც ხელი შეუწყო გაზის წყაროებისა და ევროკავშირისთვის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას“,- ნათქვამია დეკლარაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics