|
2021-12-15 17:21:11, 768 ნახვა
საზოგადოება
„ღია სივრცე კავკასია“-მ პროექტი „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში“ განიხილა
„ღია სივრცე კავკასიამ“ (COS), ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ ფარგლებში, სამდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება. უწყების განცხადებით, შეხვედრებში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა, პარლამენტის აგრარული კომიტეტის/გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მზია გიორგობიანმა მიიღეს. პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ მიზანია, შეიქმნას თემატურ კვლევებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო პარლამენტის წევრებისთვის, რათა სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად. „პროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის გაძლიერებას კანონშემოქმედებით საქმიანობაში ასოცირების ხელშეკრულების ჰარმონიზაციის მიმართულებით, ასევე ცნობიერების გაზრდას სამოქალაქო საზოგადოებაში“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)