|
2021-12-15 15:22:50, 553 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის და ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა. ფილიპ კორიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მასშტაბური სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობისა და იქ მცხოვრები ათასობით ბავშვის პირობების გაუმჯობესებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა მცირეწლოვან ბავშვებში და ორსულ ქალბატონებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის პროგრამის მნიშვნელობას. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება და ბენეფიციართა მოცვა ყოველწლიურად იზრდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში ვაქცინაციის დინამიურ ტემპზე. აჭარის მთავრობა UNICEF-თან ერთად მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს კოვიდ-19 პრევენციის და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე სოციალური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულების მიმდინარე და სამომავლო პროგრამები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)