14:31 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 14:24:47, 594 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი კლინიკების საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრის  ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი კლინიკების საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა.

 „სახელმწიფო ჰოლდინგის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც პანდემიის პერიოდში ბევრად უფრო ფორსირებულად გაგრძელდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო კლინიკების საწოლფონდი იმ არსებულთან შედარებით, რაც 2019 წელს იყო 65%-ით გაიზარდა“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით ,„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში“  რამდენიმე კლინიკაა გაერთიანებული.

„სამედიცინო ჰოლდინგში გაერთიანებულია თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური საავადმყოფო, რომელიც ამ ეტაპზე სრულად შეჩერებულია, იქ არ მიმდინარეობს არანაირი პროცესი, თუმცა საავადმყოფოს რეაბილიტაცია იგეგმება როგორც ეს დაგეგმილი იყო. ასევე აქ გაერთიანებულია ჩხობაძის კლინიკა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელმაც პანდემიის მართვაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. რეგიონული კუთხით ჰოლდინგში 27 საავადმყოფო ერთიანდება.

ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით,  „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ ჯანდაცვის სერვისების ხარისხის რეგულირებისა და კონტროლის მიზნით შეიქმნა.

„ნებისმიერ ევროპულ, დასავლურ თუ აღმოსავლურ ქვეყნებში სამედიცინო სექტორის ძირითადი წილი სახელმწიფო კლინიკებს უკავია, რადგან ვიცით, რომ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სწორი სერვისების დროული და შეუფერხებელი მიწოდება პაციენტებისთვის და აქედან გამომდინარე, ამ პასუხისმგებლობას სახელმწიფოები იღებენ. მათ რიცხვში საქართველო არ იყო და მნიშნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში დიდი იყოს, რათა მოხდეს როგორც ხარისხის, ასევე ფასები რეგულირება და კონტროლი, რაც შედეგად გვაძლევს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი არსებული ბიუჯეტით მეტი ადამიანი განვკურნოთ და მეტისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი არსებული სერვისები და ეს სახელმწიფოსთვისაც გავხადოთ ხელმისაწვდომი ფასების და ხარისხის კონტროლით, რაც ჰოლდინგს გააჩნია“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics