01:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 14:07:02, 611 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა გვარამიას პროცესზე - პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს, თავისუფლებაზე ტოტალური შეტევა მიდის

პოზიტიური მოლოდინები მე არ მაქვს, იმიტომ, რომ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელწერა ისიც კი არ არის, რომ მოდი ახლა დამოუკიდებელი სასამართლობანა ვითამაშოთ.  - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლებაზე ტოტალური შეტევა მიდის.

"პოზიტიური მოლოდინები მე არ მაქვს, იმიტომ, რომ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელწერა ისიც კი არ არის, რომ მოდი ახლა დამოუკიდებელი სასამართლობანა ვითამაშოთ, ​ახლა ვუთხრათ სასამართლოს, რომ არ დაიჭიროს და ამით, თქვან, აი, ხომ ხედავთ დამოუკიდებელია სასამართლო. არ დაიჯეროთ, იმიტომ, რომ ესენი ამ გზას არ ადგანან. სასამართლო არის ჩვეულებრივი ცერბერი, ის აკეთებს იმას, რაც უნდა.

ვხედავთ ამ პოლიტიკურ საქმეებს, უამრავ აქტივისტს, ასიათასობით ლარია უკვე პატარა ბიჭებზე გამოწერილი, ესეც ჩვეულებრივი დრაკონული საქმეა და კანონიც შეცვალეს იმისათვის, რომ ეს ხალხი დევნონ. ანუ, მიდის ტოტალური შეტევა თავისუფლებაზე, რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა, შეინარჩუნოს ძალაუფლება." - განაცხადა გიგი უგუკავამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმიდანრეობს.  პროკურატურა  გვარამიას "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics