|
2021-12-15 12:05:28, 575 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგიმა“ შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“, რომელიც სახელმწიფოს ბაზაზე არსებულ კლინიკებს აერთიანებს, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო კლინიკების მართვის გაუმჯობესების მიზნით ჰოლდინგი 2020 წლის თებერვალში შეიქმნა.
2020 წლის თებერვლიდან დღემდე „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში“ რამდენიმე კლინიკა გაერთიანდა: „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო; „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“; „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ონკოლოგიური საავადმყოფო) „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“; „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“; „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“; „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო“. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ უახლოეს მომავალში გეგმავს მის მართვაში არსებული ყველა კლინიკის ეტაპობრივ რეაბილიტაციას და ტექნიკურ აღჭურვას; დასკვნით ეტაპზეა ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ შენობის სრული რეაბილიტაცია, ასევე „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის ნაწილის რეაბილიტაცია და ახალი, 10 სართულიანი, თანამდროვე სტანდარტების კლინიკის აშენება. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მიზანია უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის. ეს კი, თავისი მხრივ, მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)