|
2021-12-14 19:44:16, 652 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა - ფსიქიური თვალსაზრისით მძიმე ფონია
სახელმწიფოს სახალხო დამცველმა და ექსპერტთა ჯგუფმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ნევროლოგი, თენგო წულაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტს ფსიქიური თვალსაზრისით მძიმე ფონი აქვს, რასაც დეპრესია და პოსტტრამვული სტრესული აშლილობა კიდევ ართულებს. მისი განცხადებით, ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. „პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. ნერვოლოგიური სიმპტომატიკიდან გამოხატულია ზოგადი სისუსტე, წონასწორობის დარღვევა, ანემია. ფსიქიური თვალსაზრისით არის მძიმე ფონი, აქვს დეპრესია და პოსტტრამვული სტრესული აშლილობა. პაციენტის მდგომარეობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რომლებიც დეტალურად გავწერეთ დანართში. საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა მას ხელს უშლის დეპრესია და პოსტტრამვული აშლილობა. ფსიქოთერაპია ამ მხრივაც დაგვეხმარება. ტრამვა და სტრესი სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღო, ამიტომ ჩვენ მის გლდანში გადაყვანას მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)