|
2021-12-14 13:31:02, 472 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით, დამნაშავე იჯდება ციხეში
თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით, დამნაშავე იჯდება ციხეში, მოუწევს თავისი სასჯელის მოხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძმ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი რევოლუციისა და არჩევნების მოგების არ აქვს, რადგან მათ უკან არ დგას ხალხი. მანვე დასძინა, რომ პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაშია. „ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი რევოლუციის, არჩევნების მოგების არ აქვს ამ ქვეყანაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმის უკან არ დგას ხალხი. უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რომელიც აქვთ ჩადენილი და ღირსება რომ არ აქვთ, ზუსტად ამიტომ ჩაიდინეს ის დანააულები, ღირსება რომ ჰქონდეთ, გავიდოდნენ პოლიტიკიდან და ზუსტად ამიტომ, აწამებდნენ, იტაცებდნენ ტელევიზიებს, აყაჩარებდნენ და ამიტომ ჩააბარეს 20% რუსეთს. ნაცმოძრაობა სუსტდება მუდმივად, მათ შორის, იმის გამო, წააგეს არჩევნები, იციან, რომ 3 წელი იციან აღარავითარი არჩევნები აღარ იქნება, იმის გამო, რომ მათი ბელადია ციხეში, ნაცმოძრაობა უნდა დასუსტდეს და მათ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები“, – განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)