|
2021-12-14 10:51:41, 616 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
მობილური იუსტიციის სახლები და საერვისების სფეროში დაგეგმილი სხვა ინოვაციური პროექტები განიხილეს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე. რატი ბრეგაძე კარენ ანდრესიანს ვენეციაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება. "შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის საკითხებსაც იუსტიციის სფეროში. ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის თებერვალში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიმართება. სომხეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ის აღფრთოვანებულია მობილური იუსტიციის სახლების მოდელით, რომელიც ნოვაციაა არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით სერვისების გაცემის სფეროში. კარენ ანდრესიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთში მიიწვია. მინისტერიალი „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო." - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)