15:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 22:38:55, 571 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა. ღონისძიება ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის პარალელურად გაიმართა, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. დღესვე მინისტერიალის ორ სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუწყება,
 
მათივე ცნობით, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისა და მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ორი ქვეყნის თანამშრომლობისათვის იუსტიციის სფეროში. ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან ურთიერთობის გააქტიურება ხელს შეუწყობს ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესს.
 
„რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალიც შეაფასა. მინისტრის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეებისათვის ძალიან საინტერესოა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული კოდექსი და საქართველოს პროგრესი პრობაციის მიმართულებით; საქართველო კი მზადაა, გაუზიაროს ევროპის ქვეყნებს საკუთარი მიღწევები და მიიღოს ის გამოცდილება, რაც აღდგენითი მართლმსაჯულების კუთხით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში არსებობს.


იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალის ორ სესიაზე. უკვე შედგა შეხვედრები იტალიისა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებთან, ხვალ კი, რატი ბრეგაძე  სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებს შეხვდება", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics