|
2021-12-13 17:23:55, 513 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოსთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ გარემოში - საპატრიარქოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ გორის ჰოსპიტალში შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს. ეკა ხერხეულიძის თქმით, მიუხედავად სურვილისა, ექსპრეზიდენტს საპატრიარქოსთან შეხვედრა შეუძლებლად მიაჩნია. „მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, ნებისმიერ გარემოში. ეს იქნება, საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი - ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ ეს დაპირისპირება დასრულდეს. იგი ყველას მადლობას უხდის და ფიქრობს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იქნა გაჟღერებული და მოქმედებაში მოიყვანოს ნებისმიერმა ინიციატორმა თავისი ინიციატივა. ძალიან აგვიანდება ქვეყანას“, - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მედიასთან საუბრის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)