|
2021-12-13 17:12:19, 485 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ეკლესიის ფორმატი არანაირად არ ითვალისწინებს ურთიერთობებს ულტიმატუმის პირობებში
სასულიერო პირები თავის მოსაზრებებში გამოხატავენ მზადყოფნას, რომ ადამიანები ერთმანეთს შეახვედრონ, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ბოდბის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას „საყოველთაო შერიგებასთან“ დაკავშირებით. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ეკლესიის ფორმატი არ ითვალისწინებს არანაირ ურთიერთობებს ულტიმატუმების პირობებში. „მეუფე იაკობი, სასულიერო პირები თავის მოსაზრებაში გამოხატავენ მზადყოფნას, რომ ადამიანები ერთმანეთს შეახვედრონ. ეს ის თემა არ არის, რომელიც რეალურ სურვილებთან არის დაკავშირებული, რომ სახელმწიფოში კარგად იყოს მდგომარეობა. ერთის მხრივ არის მუქარა დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების, თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და სააკაშვილის გათაისუფლება, კიდევ მთელი რიგი სხვა საკითხები, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ომი და არეულობა. ეს არის ულტიმატუმი, ასე რომ ეკლესიის ფორმატი არანაირად არ ითვალისწინებს არანაირ ურთიერთობებს ასეთი ულტიმატუმის პირობებში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)