05:35 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 15:36:59, 1049 ნახვა

რეგიონი
სოფელ რენეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

სოფელ ზემო რენეში  საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს.

უწყების ცნობით, ამჟამად შიდა და გარე ფასადის სამღებრო  სამუშაოები მიმდინარეობს.

„8 სოფელს 30 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ქონდა. მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ, რაც გარკვეულ სირთუულებთან იყო დაკავშირებული. ზემო რენეს საბავშვო ბაღი 8 სოფლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაგანაც 3 საზღვრისპარაა, ხოლო 4 მაღალმთიანი. საბავშვო ბაღის აღდგენით სამუშაოებს შპს „ლიკანი 200“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 684 112 ლარია. პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების  ფონდის და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ. დასრულებული შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად იქნება დაქვემდებარებული, ასევე აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით, კეთილმოწყობილი ეზოთი და გასართობი საშუალებებით.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  რეაბილიტაცია - მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბავშვები განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ, ამისათვის კი არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. სულ მალე პატარები ახალ მოსახლეობას იზეიმებენ  - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics