|
2021-12-12 14:35:12, 771 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძის საკითხზე - კომისიამ შეითავსა, ალბათ, სასამართლოს ფუნქცია...
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თუ სინოდალურ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო საკითხის განხილვიდან გამომდინარე, აეკრძალა დეკანოზი ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების უფლება. მისივე თქმით, სინოდმა მიანიჭა თუ არა აღნიშნულ კომისიას სასამართლოს ფუნქცია, უცნობია. „წმინდა სინოდის სხდომაზე როგორც ჩანს, ეს საკითხი იყო დაყენებული და კომისიას დაევალა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და წარუდგინოს სინოდს. თუ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს აკრძალვის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ, სასამართლოს ფუნქცია, ან შეიძლება სინოდმა თუ მიანიჭა, მე არ ვიცი. მე მგონი, არ ვიყავი იმ სინოდის სხდომაზე. თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები. მე არ მომეწონა, რომ ადგილობრივი მღდელმთავარი ცოტა, არასასურველ, კონტექსტშია მოხსენიებული - ,,თავი აარიდა“, რას ნიშნავს, პატრიარქისთვის წერილი მიუწერია. როგორც ჩანს, იმ წერილში ახსნილი იქნებოდა მოტივები და გარემოებები, რატომ თხოვა, რომ მათ მოიწვიონ, რაღაც მიზეზთა გამო ვერ შეძლო უზრუნველყოფა და თავის არიდება რაღაშია. გამოდის, რომ ეპისკოპოსმა თავის საეპისკოპოსო ვალდებულებას აარიდა თავი? ამ განცხადებაში მე ესე წავიკითხე და ვფიქრობ, ეს არ არის მთლად კორექტული მღვდელმთავრის მიმართ“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)