|
2021-12-11 16:59:45, 753 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია - გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე, დამიბრიალა თვალები, ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო
გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე, დამიბრიალა თვალები, ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა. მისივე თქმით, მისი სურვილია სააკაშვილის საზღვარგარეთ რეაბილიტაცია. "ინტერესის გათვალისწინებით, მე გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე, მივიღე ისეთი რისხვა, შენ მე ვინ გგონივარ, მე აქ რისთვის ჩამოვედი, ჩემს ქვეყანაში, რომ კიდევ სადღაც გავიდეო? მოკლედ, ძალიან არ მოეწონა ეს ჩემგან. გადმოხოხდება, დაჯდება სკამზე და მერე, ცოტა ხანში, ისევ მიდის საწოლში. რეაბილიტაცია აღარ მიხსენებია. გაცვლაზე რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა, უკვე ხმა აღარ ამომიღია. მე ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო და დამიბრიალა თვალები. ლაპარაკში რომ გაირკვა, სიმპტომები აქვს, ჩემი აზრი და სურვილია რეაბილიტაცია საზღვარგარეთ", - განაცხადა გიული ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)