|
2021-12-11 14:38:43, 804 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - შეუძლებელია შერიგებაზე საუბარი, სანამ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს არ აღიარებს
შეუძლებელია შერიგებაზე საუბარი, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს არ აღიარებს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, "ოცნების" სურვილია დეპოლარიზაცია შემცირება, რაც ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სამართლიანად მოხდება სადავო საკითხების შეფასება. "რაც შეეხება ე.წ. შერიგებას - შერიგება და შეთანხმება, ყოველთვის პირველ რიგში ეფუძნება სამართლიანობას, სამართლიანობის პრინციპებს და სანამ, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, ამ შემთხვევაში, რომელიც ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგაც გამოდის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არა ერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი. ჩვენ გვსურს, რომ შევამციროთ დეპოლარიზაცია, თუმცა დეპოლარიზაციის შემცირება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სამართლიანად მოხდება იმის შეფასება, რაც აქამდე იყო სადავო. სიმართლე გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ გუნდმა სისტემურად დაარღვია ადამიანის უფლებები დააზარალა ბიზნესი და საკუთრების უფლება უხეშად შელახა, ასევე შეიჭრა მედიაში და ათასობით ადამიანს გაუსწორდა ძალადობრივად განსხვავებული აზრისთვის." - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)