15:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-11 14:15:27, 626 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის მედიასემინარი გაიმართა.   

ფინასთა სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. მან მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2021 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.   

,,მინდა ვისარგებლო ამ ფორმატით და წარმოგიდგინოთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეები, რაც გადასახადის გადამხდელების ინფორმირების გაზრდას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა COVID-19-ის  პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ. გლობალურმა პანდემიამ, უდიდესი გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე. ახალი გამოწვევების პირობებში, მაღალი ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემების ეფექტური ადმინისტრირება და ასევე, საბაჟო ფორმალობების გამარტივებისა და ეფექტური კონტროლის ღონისძიებებით, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპანიებისთვის მოქნილობის ხელშეწყობა. სწორედ, ამ თემების შესახებ ისაუბრებენ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და გამოვთქვავ იმედს, რომ  ერთობლივი სწავლება იქნება ძალიან ინტერაქტიური და კონსტრუქციული. ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის. “,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.  

სემინარის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ეკონომიკურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაციები უწყების განახლებული ვებგვერდის, ელექტრონულ სერვისებზე ახალი საგადასახადო შეღავათების, ასევე დამატებული ღირებულების რეფორმის, საბაჟო  რისკების დერეფნებისა და უახლესი ელექტრონული სატრანზიტო სისტემის” (NCTS) დანერგვის შესახებ.   

მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც გაეცნენ იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს, ხოლო სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებთან ერთად, კონტროლის ღონისძიებები განიხილეს.  

აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, საერთეშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები.   

საინფორმაციო შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics