|
2021-12-10 18:05:04, 649 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე - სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში
დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას საჯაროდ უპასუხა. მისი თქმით, სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში, რომელიც სახელად მართლმადიდებლურია, შინაარსით საბჭოურ-სტალინისტურ-კრემლისტური. მისი თქმით, „საპატრიარქოს კლანისგან“ მას არაფერი აღარ უკვირს. დეკანოზი საპატრიარქოს სიცრუეში ადანაშაულებს და 25 ივნისის წერილთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. „30 ივლისის გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს რომ გამოაქვეყნებ, არათუ დროს ხარ აცდენილი, არამედ ადეკვატურობასაც. მეც დღეს გავიგე თქვენთან ერთად ეს გადაწყვეტილება, რომ შემიჩერეს მღვდელმოქმედების უფლება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, არ მიკვირს საპატრიარქოს კლანისგან არაფერი, ისინი ელემენტარულ კანონიკას და წესიერებას აცდენილნი არიან. მოყვანილი სამი კანონიდან მესამე, მოციქულთა 74-ე კანონი მე კიარ მეხება, ეხება ეპისკოპოსებს (ერთი ეპისკოპოსის მიერ მეორე ეპისკოპოსის ბრალდებას) და ამჟამად პირდაპირ ესადაგება მცხეთა-თბილისის ეპისკოპოს ილია მეორეს, რომელიც ბრალდებულია მიტროპოლიტ პეტრეს მიერ და მან თავი არ იმართლა საეკლესიო საკრებო სასამართლოზე. აი, საეკლესიო კანონიკის ასეთი უმეცრები არიან მოკალათებულნი საპატრიარქოში. ეს იმიტომ, რომ დიდი სჯულისკანონი ტოტალურად უარყოფილი და დარღვეულია მათ მიერ და მხოლოდ კრიტიკული პოზიციის ჩასახშობად ახსენდებათ და სჭირდებათ ის. სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში, რომელიც სახელად მართლმადიდებლურია, შინაარსით საბჭოურ-სტალინისტურ-კრემლისტური. საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში არის ასევე სიცრუე, რომ თითქოს 25 ივნისის ჩვენს წერილზე (მოსაყდრე შიოს და დეკ. ბოტკოველის ხელმოწერილი და სამარცხვინო კორექტული შეცდომით გამოგზავნილი ივლისის ნაცვლად, რომ ივნისი ჩაწერეს) არ გვიპასუხაო, ვუპასუხე საჯაროდ და მასმედიაშიც გავრცელდა, გეხსომებათ. რაც შეეხება სინანულს, სინანული ყოველ ადამიანს სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უკანონო მმართველებს მათი ანტიქრისტიანული, ანტისახარებისეული და ანტიკანონიკური საქმიანობისათვის, რამაც სრულად გახრწნა ჩვენი საპატრიარქო და იერარქია, მრევლის ცნობიერება და სულიერი მდგომარეობა“, - განაცხადა დეკანოზმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)