04:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 17:36:06, 691 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გიორგი ლორთქიფანიძისადმი ბრალის წაყენება, სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის.
ექსპრეზიდენტის აზრით, ქართული პატრიოტული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში დახმარებას უნდა სთხოვდეს და ამასთანავე უნდა აჯილდოებდეს მას.
„გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. 
სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.
მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება, პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს!“  - აღნიშნულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics