|
2021-12-10 13:34:57, 571 ნახვა
საზოგადოება
როცა ინოვაცია ტრადიციას ხვდება - ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა
ახალციხის მუნიციპალიტეტი საქართველოში კარტოფილის წარმოების ხანგრძლივი ტრადიციითა და წარმოებისთვის იდეალური ბუნებრივი პირობებითაა განთქმული. სწორედ ამ ორი მიზეზით, FAO-ს აგრონომებმა კარტოფილის ახალი ჯიშები და საუკეთესო თანამედროვე აგრარული მიგნებები ახალციხელ ფერმერებს გააცნეს, რათა მათ კარტოფილის წარმოება გააუმჯობესონ. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და FAO-ს აგრონომებმა ფერმერ ზურაბ სადათიერაშვილის მეურნეობა შეარჩიეს და მისი მიწის 0.25 ჰექტარ ფართობზე კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს. მიწა ორად - ტრადიციულ და ინოვაციურ მიწის ნაკვეთებად გაყვეს და ორივე მხარეს კარტოფილის ოთხი ახალი ჯიში დათესეს. პროექტისთვის FAO-მ სათესლე მასალების ადგილობრივ მომწოდებელ კომპანია „აგროარტ“-თან ითანამშრომლა. მისი დახმარებით, ფრანგული მწარმოებლისაგან - Germicopa - კარტოფილის ჯიშები Fasty, Celtiane, Melene და Kelly შეიძინეს. ამ პარტნიორობის შედეგად, ფერმერმა კარტოფილის სათესლე მასალა უფასოდ მიიღო. “ჩვენ დავაყენეთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, გამოვიყენეთ ფერტიგაციის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ნიადაგისთვის სასუქის მიწოდება მოვახდინეთ ნაკვეთის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარე გამოვიყენეთ როგორც საკონტროლო ველი, ტრადიციული, მისხურებითი მორწყვისა და გრანურილებური სასუქების გამოსაყენებლად’’, - ამბობს დიმიტრი მაისურაძე, FAO-ს აგრონომი, რომელიც სადემონსტრაციო ნაკვეთს ხელმძღვანელობდა. FAO-ს აგრონომთა მონაცემებით, განსხვავება ერთი და იგივე ნაკვეთის ორ ნაწილს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იმ ნაწილში, სადაც თანამედროვე აგრარული მეთოდები გამოიყენეს, 15%-ით უფრო უხვი მოსავალი მოვიდა, კარტოფილის ხარისხიც გაცილებით უკეთესი იყო და ბოლქვებმაც უფრო სწრაფად მიაღწიეს სასურველ ზომასა და ფორმას, ვიდრე საკონტროლო ნაწილში. ფერმერი ზურაბ სადათიერაშვილი წარმოების გაფართოებას და ექსპერტიმენტის უკვე საწარმოო დონეზე გადატანას გეგმავს. მან გადაწყვიტა, ტრადიციული მეთოდები დათმოს და თანამედროვე აგრარულ პრაქტიკაზე გადავიდეს. ,,ნაკვეთის ნაწილში, სადაც წვეთოვანი ირიგაციის სისტემა დააყენეს, არა მხოლოდ უკეთესი მოსავალი მოვიდა, არამედ, აღებული კარტოფილის ხარისხიც გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. მას უფრო მაღალ ფასად გავყიდი და რეალიზაციის პრობლემა არ მექნება. შემდეგ წელსაც ამ მეთოდებს გამოვიყენებ ერთ ჰექტარ მიწაზე და, ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მივიღებ’’, - აცხადებს ფერმერი. ENPARD -ის პროგრამის საშუალებით, ევროკავშირი დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროს საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ჯამური ბიუჯეტია 234.5 მილიონი ევრო. ENPARD-ის მთავარი მიზანია, საქართველოს სოფლებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და ქვეყანაში სიღარიბის შემცირება. დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.eu/ka/enpard/
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)