04:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 12:23:40, 716 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ერიკა ოლსონზე - შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომ არ ვიცოდი

არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, მან არ იცოდა, არსებობდა თუ არა კონკრეტული თანამდებობა, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობდა.

„გაუგებარია იან კელის განცხადება.  მე  შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი, ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics